


გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის! თქვენი გულწრფელი ჩართულობა და
მზაობა, დახმარება გაუწიოთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს, ჩვენთვის უაღრესად
ფასეულია. თქვენი კომპანიის მიერ გამოჩენილმა სოლიდარობამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა საზოგადოებაში აუტიზმის სპექტრის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. თქვენი
დახმარებით, შევძელით ბავშვებისთვის კომფორტული და ბედნიერი გარემოს შექმნა,
საზოგადოებაში ინკლუზიურობის იდეის პოპულარიზება და მშობლებისა და ოჯახების მხარდაჭერა,
რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან გამოწვევებს. განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ თქვენი
ინიციატივა და მზაობა თანამშრომლობის გასაგრძელებლად. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ქმნის
სივრცეს, სადაც ყველა ბავშვს აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს და იგრძნოს თავი საზოგადოების
სრულფასოვან წევრად. გვახარებს ის ფაქტი ,რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება ერთად შევძლებთ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას.


