„ნეირო ჰაბი“ უკვე ორი წელია ემსახურება ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს, ქმნის მათზე მორგებულ, პროფესიულ და უსაფრთხო გარემოს და ეხმარება თითოეულ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და განვითარებაში.
ჩვენი ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს და ბავშვებს სთავაზობს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სარეაბილიტაციო და განვითარების პროგრამებს.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ყველა ოჯახისთვის იყოს შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, „ნეირო ჰაბი“ ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში, მათ შორის ჯანდაცვის რეფერალურ პროგრამაში, ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა რაიონულ გამგეობასა და მუნიციპალიტეტთან, საიდანაც ოჯახებს შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი დაფინანსება.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვაზე.
ჩვენი მიზანია, თითოეულ ბავშვს მივცეთ განვითარების შესაძლებლობა, ხოლო ოჯახებს — პროფესიული მხარდაჭერა, ნდობა და იმედი.
ნეირო ჰაბი — ადგილი, სადაც ბავშვის შესაძლებლობებს ვხედავთ, ვაფასებთ და ერთად ვავითარებთ